გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

AS: მამარდას გამოწვევები უყვარს, ეს მისთვის იდეალური სცენარია

ესპანური გამოცემა AS-ი ჩემპიონთა ლიგაზე დღეს დაგეგმილი „გალათასარაისა“ და „ლივერპულის“ მატჩზე წერს და აღნიშნავს, რომ გიორგი მამარდაშვილისთვის ასეთ მნიშვნელოვან მატჩში თამაშის შესაძლებლობა იდეალური სცენარია.

რას წერს გამოცემა:

„ალისონ ბეკერის ტრავმამ გიორგი მამარდაშვილს ძირითადი შემადგენლობისკენ გზა გაუხსნა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „გალათასარაის“ წინააღმდეგ თამაში ქართველი მეკარისთვის კარგი გამოწვევა იქნება.

30 მილიონ ევროდ ნაყიდ „ვალენსიას“ ყოფილ მეკარეს პრემიერლიგაში ადგილის დამკვიდრება გაუჭირდა. ოქტომბერში ალისონის ტრავმის შედეგად გიორგის თამაშის საშუალება მიეცა, თუმცა ის პერიოდი „ლივერპულის“ ყველაზე ცუდი შედეგების სერიას დაემთხვა.

ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულის“ ორივე წაგება იმ პერიოდით თარიღდება, პრემიერლიგაში კი მამარდაშვილთან ერთად „მერსისაიდელებმა“ 5-დან 4 მატჩი წააგეს. თუმცა გიორგი ყოველთვის იყო ისეთი მეკარე, რომელსაც გამოწვევები უყვარს და ამიტომ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალი მისთვის იდეალური სცენარია“.

შეგახსენებთ, რომ ვარჯიშზე მიღებული დაზიანების გამო ალისონ ბეკერი დღევანდელ მატჩში „ლივერპულს“ ვერ დაეხმარება. გალათასარაი-ლივერპულის მატჩი თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუის ენრიკე, პსჟ-ში ტრანსფერი და ჩემპიონთა ლიგა | კვარას ინტერვიუ Le Parisien-თან
ლუის ენრიკე, პსჟ-ში ტრანსფერი და ჩემპიონთა ლიგა | კვარას ინტერვიუ Le Parisien-თან