ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

კიტეიშვილის აღიარება | სიმბოლური ნაკრები და ტურის საუკეთესო ფეხბურთელი

ავსტრიის ბუნდესლიგის მესამე ტურში ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ სტუმრად „რიდი“ დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა გრაცელთა წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა და დუბლი შეასრულა, რაც ავსტრიულ პრესას უყურადღებოდ არ დაუტოვებია.

ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ, Kicker-მა კიტეიშვილი საკუთარ სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. ოთარი Sky Sport Austria-მაც გამოარჩია და ტოპ 11-ში მოახვედრა. უფრო მეტიც, Sky Sport Austria-მ „კიტე“ ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

ქართველ ფეხბურთელს Sofascore-ის სიმბოლურ ნაკრებშიც ვხედავთ. სტატისტიკურმა პორტალმა კიტეიშვილის ასპარეზობა 9.4 შეაფასა, რაც „ლასკის“ ფეხბურთელთან, მოუზეს უსორთან ერთად, საუკეთესო შედეგი გახლავთ.

ცნობისთვის, კიტეიშვილმა ახალი სეზონის ოთხივე შეხვედრაში გაიტანა (სამი გოლი ავსტრიის ბუნდესლიგაში, ერთი - თასზე). ოთარის აქტივში ერთი საგოლე მოქმედებაცაა და მისი გუნდი მომდევნო შეხვედრას 20 აგვისტოს გამართავს. თბილისის დროით 23:00-ზე „შტურმი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში „ბოდო გლიმტს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ატირებული ნეიმარი | სანტოსი ვასკოსთან შერცხვა და 0:6 განადგურდა
ატირებული ნეიმარი | სანტოსი ვასკოსთან შერცხვა და 0:6 განადგურდა