ატირებული ნეიმარი | სანტოსი ვასკოსთან შერცხვა და 0:6 განადგურდა
ბრაზილიის ჩემპიონატის მეოცე ტურში ნეიმარის „სანტოსი“ საკუთარ კედლებში „ვასკოს“ დაუპირისპირდა. 33 წლის სუპერვარსკვლავის გუნდმა სრული ფიასკო განიცადა, საკუთარ ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მარცხი იწვნია და 0:6 განადგურდა.
მატჩის დასრულების შემდეგ ნეიმარმა ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა. მოგვიანებით, მან კომენტარი გააკეთა და გულშემატკივრებს მიმართა: „დღეს საშინლად ვითამაშეთ. ძალიან სამარცხვინო იყო. დღეს, ქომაგებს უფლება აქვთ, ცუდი სიტყვები გვეძახონ და შეურაცხყოფა მოგვაყენონ. მიუღებელია, რაც მოხდა. ძალიან მრცხვენია. მსგავსი რამ ცხოვრებაში არასდროს გამომიცდია.“
„ვასკოსთან“ განცდილი ფიასკოს შემდეგ სტადიონზე მყოფმა „სანტოსის“ გულშემატკივრებმა პროტესტი გამოხატეს. მათ მოედანს ზურგი შეაქციეს და ამით საკუთარი გაბრაზება დააფიქსირეს. შეხვედრის შემდეგ ბრაზილიურმა კლუბმა მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა და კლებერ შავიერი გადააყენა.
ცნობისთვის, „სანტოსს“ 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-15 პოზიციას იკავებს. ნეიმარის გუნდი მომდევნო შეხვედრას „ბაჰიას“ წინააღმდეგ გამართავს და 24 აგვისტოს ითამაშებს.