ლუის ენრიკე
Aa
Aa

„ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია“ - ლუის ენრიკე ნანტთან გამარჯვების შემდეგ

საფრანგეთის ლიგა 1-ის 2025/26 წლების სეზონის პირველ ტურში პსჟ სტუმრად „ნანტს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 გაიმარჯვა.

პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ყველასთვის მოულოდნელად ლიდერების დასვენების გადაწყვეტილება მიიღო და სასტარტო შემადგენლობის მიღმა ძირითადი გუნდის 8 ფეხბურთელი დატოვა, მათ შორის იყვნენ ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, დეზირე დუე, მარკინიოსი და სხვ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ესპანელმა სპეციალისტმა League 1-თან განვლილი მატჩი შეაფასა და თავისი გადაწყვეტილებაც ახსნა.

რა თქვა ენრიკემ:

„ფიზიკური ფორმა? რატომღაც ფიზიკური და მენტალური ფორმა ყველა ჟურნალისტს ანერვიულებს, მაგრამ ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს. მაგრამ ეს ჩემპიონატის დასაწყისია, ფეხბურთელები კი, რომლებიც ვათამაშე, ვარჯიშებზე თავს არ ზოგავენ. მინდა, რომ ყველა მოთამაშე განვითარდეს და ეს მატჩი მათთვის ძალიან კარგი იყო“.

„ჩვენი მთავარი მიზანი გუნდის გაუმჯობესებაა, მესმის, მწვრთნელის მეთოდები შეიძლება ბევრისთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფეხბურთელი მოწოდების სიმაღლეზე იყოს. დღეს გამოჩნდა, რომ ბურთის ფლობის შეგრძნება გვაკლია, ეს კი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკური მდგომარეობა. ახალგაზრდა გუნდი მყავს, რომლებსაც დიდი ამბიცია აქვს, ბურთის ფლობის გრძნობა უნდა ვიპოვოთ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს სეზონის პირველი მატჩი იყო და მშვიდად და თავდაჯერებულები ვართ. ყველა მოთამაშე გვჭირდება, მათ მოსწონთ მნიშვნელოვანი მატჩების თამაში, მაგრამ გასული წლის წარმატების მისაღწევად მჭირდება, რომ ყველა მოთამაშე მოწოდების სიმაღლეზე იყოს. ვეცდები, იგივეს კეთება გავაგრძელო, მაგრამ ამბიციების შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია პერიოდულად ყველაფერი შეიცვლალოს. ჩვენი მენტალიტეტი კომფორტის ზონის მიღმა ყოფნაა“.

ლუის ენრიკეს გუნდი 3 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. „პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო შეხვედრას 22 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „ანჟერის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-მა სეზონი გამარჯვებით დაიწყო - ხვიჩამ 78-ე წუთიდან ითამაშა
პსჟ-მა სეზონი გამარჯვებით დაიწყო - ხვიჩამ 78-ე წუთიდან ითამაშა