ქოჩორაშვილის პრეასისტი - სპორტინგმა აროუკა გაანადგურა
„სპორტინგმა“ პორტუგალიის საფეხბურთო ჩემპიონატის II ტურში საკუთარ სტადიონზე „აროუკა“ 6:0 გაანადგურა. ლისაბონური გრანდი ისედაც ფავორიტად ითვლებოდა და 30-ე წუთზე დილან ნანდინის გაძევებამ სტუმართა მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. შედეგად „არწივებმა“ ექვსი ბურთი გაიტანეს და დუბლი ერთბაშად სამმა ფეხბურთელმა, რიკარდო მანგაშმა, ლუის სუარესმა და ფრანსისკო ტრინკაუმ შეასრულა.
გიორგი ქოჩორაშვილი „სპორტინგის“ შემადგენლობაში 73-ე წუთზე გამოჩნდა და ზუსტად სამ წუთში პრეასისტი მიითვალა - მისი პასის შემდეგ ჯოვანი კუენდამ კარგ პოზიციაში მყოფი ტრინკაო მოძებნა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ქართველ ნახევარმცველს ერთ ეპიზოდში გატანა შეეძლო, მაგრამ დარტყმა ვერ შეძლო. ქოჩორაშვილის მიერ შესრულებული 22 პასიდან ყველა ზუსტი აღმოჩნდა, ერთი საკვანძო გადაცემა გააკეთა და ბურთი მხოლოდ ორჯერ დაკარგა.
ორ ტურში დაგროვებული ქულათა მაქსიმუმით „სპორტინგი“ პრიმეირა ლიგას „ბრაგასთან“, ოთარ მამაგეიშვილის „ფამალიკაოსთან“ და „მორეირენსესთან“ ერთად ლიდერობს. მომდევნო ტურში ქოჩორაშვილი და მისი თანაგუნდელები სტუმრად „ნასიონალს“ შეხვდებიან და მატჩი 23 აგვისტოს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.