ლიონელ მესი, ინტერ მაიამი
Aa
Aa

ეფექტური გოლი და საგოლე პასი - მესიმ გელექსისთან გაიბრწყინა

MLS-ის მორიგ ტურში ინტერ მაიამიმ ლოს ანჯელეს ლექსის უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. აღნიშნულ დაპირისპირებაში გარკვეული პაუზის შემდეგ ლეო მესი დაბრუნდა და გაიბრწყინა.

ანგარიში 43-ე წუთზე ჟორდი ალბამ გახსნა და პირველი ტაიმი მასკერანოს გუნდმა 1:0 მოიგო.

არგენტინელი სუპერვარსკვლავი მინდორზე მეორე ტაიმიდან გამოჩნდა. 59-ე წუთზე პეინტსილმა წონასწორობა აღადგინა.

84-ე წუთზე მესიმ თავის კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული გოლი გაიტანა და ინტერ მაიამი დააწინაურა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ეფექტური პასით ლუის სუარესს გაატანინა, რომელმაც მატჩის საბოლოო შედეგი 3:1 დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, ინტერ მაიამის 45 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს, თუმცა ბექჰემის გუნდს სხვა გუნდებზე 3 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები