ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩა სათადარიგოთა სკამზეა - პსჟ-ს შემადგენლობა ნანტთან

რამდენიმე წუთში, პსჟ ლიგა 1-ის 2025/26 წლების სეზონის პირველ შეხვედრას გამართავს. ლუის ენრიკეს გუნდი სტუმრად „ნანტს“ დაუპირისპირდება.

რამდენიმე წუთის წინ, ლუის ენრიკემ სასტარტო შემადგენლობა დაასახელა და მოულოდნელად, გუნდის ძირითადი ბირთვის დასვენების გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიასიც, რომელიც მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.

პსჟ-ის შემადგენლობა:

შევალიე, ლუკა ერნანდესი, ზაბარნი, ბერალდო, ზაირ-ემერი, ფაბიან, კან-ინ ლი, ვიტინია, ბარკოლა, რამუში, მბაიე.

სათადარიგოთა სკამი:

საფონოვი, რენატო მარინი, ჰაკიმი, მარკინიოსი, ნუნუ მენდეში, პაჩო, კვარაცხელია, დემბელე, დუე.

შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები