საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

ამბიციური, ნიჭიერი და მშიერი | უდინეზეს მწვრთნელმა გოგლიჩიძეზე ისაუბრა

„უდინეზეს’’ მთავარმა მწვრთნელმა კოსტა რუნიაიჩმა „კარარეზესთან’’ მატჩის წინ გუნდის ახალწვეულებზე, მათ შორის საბა გოგლიჩიძეზე ისაუბრა.

კოსტა რუნიაიჩი: „ჩვენ შევიძინეთ ახალი ფეხბურთელები: ბაიო, ბერტოლა, გოგლიჩიძე, მილერი, პიოტროვსკი. კარგი შენაძენებია, ახალგაზრდები და ნიჭიერები, მშიერი მოთამაშეები არიან. აქვთ ხარისხი, თუმცა თითოეულ მოთამაშეს სჭირდება ადაპტაციის დრო და არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება.

გოგლიჩიძემ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, გასულ სეზონში „ემპოლიში’’ ბევრ მატჩში ითამაშა. ამბიციურია, სურს სასტარტო 11-ეულში იყოს.

ბერტოლა და გოგლიჩიძე ფიზიკურად მზად არიან, მაგრამ მე ჯერ კიდევ გადასაწყვეტი მაქვს, თუ როგორ ვითამაშებთ’’.

იტალიის თასის 1/32-ფინალში „უდინეზე’’ „კარარეზეს’’ მიიღებს. მატჩი 18 აგვისტოს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. შესაძლოა, „უდინეზეში’’ საბას ოფიციალური დებიუტი ამ შეხვედრაში შედგეს.

ცნობისთვის, გოგლიჩიძე „ემპოლიში“ 2024 წლის იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, გასულ სეზონში ტოსკანური კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „უდინეზემ'' ოთხ მილიონ ევროდ შეიძინა, მხარეებს შორის 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

Transfermarkt-ის მიხედვით, საბას საბაზრო ღირებულება 8 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სეზონის საუკეთესო სტარტი კარიერაში | კიტეიშვილმა რიდთან დუბლი შეასრულა
სეზონის საუკეთესო სტარტი კარიერაში | კიტეიშვილმა რიდთან დუბლი შეასრულა