ილია თოფურია, ოლეგ ტაკტაროვი
Aa
Aa

„თოფურია UFC-ის მომავალი ლეგენდაა“ - ტაკტაროვმა ილიაზე ისაუბრა

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა და მსახიობმა, ოლეგ ტაკტაროვმა რუსულ Match TV-სთან ინტერვიუს დროს ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და ქართველი მებრძოლის მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა.

რას ამბობს ტაკტაროვი:

„თოფურია პატარა ასაკის მიუხედავად, საკმაოდ გამოცდილი მებრძოლია. ყველაფერს თავდაჯერებულად, ძალიან მაგრად აკეთებს. თუ მის ბრძოლის ხარისხზე და შედეგებზე ვისაუბრებთ, ის უკვე ლეგენდების დონისაა. ის ნამდვილად იქნება UFC-ის მომავალი ლეგენდა“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ბოლოს მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბში ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდა და პირველივე რაუნდში ნოკაუტით გაიმარჯვა. მანამდე, ქართველი მებრძოლი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი იყო. ქამარი მან ალექსანდრ ვოლკანოვსკის წინააღმდეგ მოიპოვა, რომელიც შემდეგ მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მათ ბრძოლას სიამოვნებით ვიხილავდი“ - ჩიმაევი თოფურია-ცარუკიანზე
„მათ ბრძოლას სიამოვნებით ვიხილავდი“ - ჩიმაევი თოფურია-ცარუკიანზე