იანის ანტეტოკოუნმპო
Aa
Aa

იანისი ბრუნდება | ბერძენი კალათბურთელი ლატვიასთან ითამაშებს

საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტისთვის ემზადება და 20 აგვისტოს, ლატვიასთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. საბერძნეთის საკალათბურთო ფედერაციის ოფიციალური განცხადებით, ლატვიის წინააღმდეგ პარკეტზე იანის ანტეტოკოუნმპოს ვიხილავთ.

ბოლო პერიოდში ბერძენ სუპერვარსკვლავზე აქტიურად იწერებოდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იყო შანსი, სადაზღვევო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების გამო, იანისს ევრობასკეტი გამოეტოვებინა, თუმცა ეს ცნობები არ გამართლდა.

საბერძნეთის საკალათბურთო ფედერაციამ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ზემოთ ხსენებულს რეალობასთან საერთო არაფერი აქვს და ტყუილია. მათი თქმით, ამ ინფორმაციის გავრცელების მიზანი ეროვნულ ნაკრებში სიტუაციის არევა და გუნდის ერთიანობის დაშლა გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე საბერძნეთი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე იქნება. ვასილის სპანულისის გაწვრთნილი გუნდის გარდა ქართველი კალათბურთელები ევრობასკეტზე ესპანეთს, იტალიას, ბოსნია-ჰერცეგოვინას და მასპინძელ კვიპროსს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონსტანტინე პეტრიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
კონსტანტინე პეტრიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა