სანდრო მამუკელაშვილი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

სან ანტონიო მამუს განსაკუთრებულად დახვდა | ტორონტომ უშანსოდ წააგო

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო. ქართველმა კალათბურთელმა ყოფილი გუნდის, „სან ანტონიო სპურსის“ წინააღმდეგ ითამაშა და მისი „ტორონტო“ უშანსოდ დამარცხდა - 103:121.

„სან ანტონიო“ მამუკელაშვილს განსაკუთრებულად დახვდა. როდესაც გუნდების შემადგენლობებს აცხადებდნენ, დიდ ეკრანზე „სპურსის“ მაისურით მოთამაშე „მამუს“ მომენტები გავიდა და გულშემატკივრები მას აპლოდისმენტებით შეეგებნენ.

ქართველმა კალათბურთელმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ პარკეტზე 17 წუთი და 4 წამი გაატარა. ამ დროის განმავლობაში სანდრომ 5 ქულის, 2 შედეგიანი გადაცემისა და 1 ჩაჭრის დაგროვება მოასწრო. მამუკელაშვილმა პარკეტიდან უშეცდომოდ შეუტია და 2-დან 2 ბურთი ჩააგდო (1 სამქულიანი, 1 ორქულიანი), თუმცა 2-დან 2 საჯარიმო გააფუჭა და 2 დაკარგვა ჰქონდა.

„ტორონტოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 25 ქულა არჯეი ბარეტის ანგარიშზე იყო. კოლინ მარეი-ბოილსმა 19 ქულა დააგროვა, ხოლო იმანუელ ქუიკლიმ 15 ქულა მიითვალა. „სან ანტონიოს“ რიგებში კვლავინდებურად ბრწყინვალე იყო ვიქტორ ვემბანიამა - 24 ქულა, 15 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება, 1 ჩაჭრა. სტეფონ კასლს 22 ქულა, 5 მოხსნა და 4 ასისტი ჰქონდა, ხოლო ჰარისონ ბარნსმა 18 ქულა გააკეთა.

ცნობისთვის, „ტორონტოს“ 1 მოგება და 3 წაგება აქვს. „რეპტორსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 პოზიციას იკავებს და მომდევნო შეხვედრა 29 ოქტომბერს, „ჰიუსტონ როქეთსის“ წინააღმდეგ ელის. „სან ანტონიო“ 4-დან 4 მოგებით დასავლეთ კონფერენციის ლიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უმჯობესი იქნება, თუ წავალ“ - ვინისიუსის ეპიზოდს დიდი გამოხმაურება მოჰყვა
„უმჯობესი იქნება, თუ წავალ“ - ვინისიუსის ეპიზოდს დიდი გამოხმაურება მოჰყვა