ვიქტორ სანიკიძე, მათე ხატიაშვილი
Aa
Aa

„ამ შემთხვევაში ნაკრებს ხატიაშვილიც ვეღარ დაეხმარება“ - სანიკიძე ახალ დაბრკოლებაზე

NBA-ს და ევროლიგის მონაწილე კლუბების კალათბურთელების ნოემბრისა და თებერვლის ფანჯრების დროს ეროვნულ ნაკრებში ჩასვლა მუდამ დიდ პრობლემას წარმოადგენს და ჯერჯერობით სასიკეთო ძვრები ნამდვილად არ შეინიშნება. სწორედ ამ მიზეზის გამო ვერ ეხმარებიან საქართველოს ეროვნულ გუნდს დანიელებთან მოახლოებულ თამაშებში სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კი დღეს, გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას, ახალ პრობლემაზე ისაუბრა, რის გამოც ნაკრებს უახლოეს მომავალში შესაძლოა სხვა მოთამაშეებიც ვერ დაეხმარონ.

ვიქტორ სანიკიძე

ფიბასა და NBA-ს ხელმძღვანელებს ცუდი ურთიერთობა არ აქვთ, თუმცა კალათბურთელების ნაკრებში გამოშვების საკითხი არა მგონია უახლოეს მომავალში დალაგდეს. პირიქით, ახლა კიდევ ერთი სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ - ამერიკის კოლეჯების ლიგაში კალათბურთელების ხელფასები გაიზარდა და საოცრად სოლიდური გახდა, რის გამოც იქ მყოფი მოთამაშეების ეროვნულ გუნდში ჩამოსვლაც შეუძლებელი გახდება. მაგალითად, მათე ხატიაშვილს „ბასკონიასთან“ კონტრაქტი მალე უსრულდება და თუ კოლეჯების რომელიმე გუნდი დაიმატებს, ალბათ ოთხი წლის განმავლობაში ნაკრებს შესარჩევ ციკლში ისიც ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ უახლოეს ერთ კვირაში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დანიელებთან ორ მატჩს გამართავს - 27 თებერვალს ქართველი კალათბურთელები კოპენჰაგენში, 2 მარტს კი თბილისში ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთად ბევრი მატჩი უნდა მოვიგოთ“ - რიდი თბილისში ჩამოვიდა
„ერთად ბევრი მატჩი უნდა მოვიგოთ“ - რიდი თბილისში ჩამოვიდა