ალექსანდარ ჯიკიჩი
Aa
Aa

„მათი სტატუსები გადასახედია“ - ჯიკიჩი უკმაყოფილო ბევრით დარჩა

მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის რიგით  მეორე სანაკრებო ფანჯარას საქართველოს ეროვნული გუნდი სერიოზული სიახლით ხვდება. დანიელებთან გასამართ შეხვედრებში სერბი სპეციალისტის ალექსანდარ ჯიკიჩის განკარგულებაში თურქეთის ჩემპიონატის ბოლო ორი გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი მარკის რიდი იქნება.

მზადების პირველი ეტაპი ნაკრებმა გუშინ დაასრულა, რომლის ფარგლებშიც ჯიკიჩის ხელმძღვანელობით სუპერლიგის 15-მა წარმომადგენელმა ხუთი ვარჯიში ჩაატარა. სერბმა სპეციალისტმა თხუთმეტიდან ხუთი საუკეთესო, გიორგი ტურძილაძე, გიორგი ოჩხიკიძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე და ვილი ისიანი შეარჩია. კოპენჰაგენში გენერალური შეკრება 23 თებერვლიდან დაიწყება. დანიაში გამგზავრების წინ, ჯიკიჩმა საკმაოდ ვრცელი კომენტარი გააკეთა.

ალექსანდარ ჯიკიჩი

ერთგვარი პრეკემპი გავიარეთ. ეს არის ის, რასაც მუდმივად ვაკეთებთ. შევკრიბეთ 15 მოთამაშე ერთ ახალ ამერიკელ ლეგიონერთან ერთად და დაახლოებით ხუთი დღე ვიმუშავეთ. ზოგიერთი მოთამაშისთვის ახალი გამოწვევაა და ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა რამდენიმე მათგანით სრულიად უკმაყოფილო დავრჩი - ვფიქრობ, მომავალში მათი სტატუსს თავიდან უნდა გადავხედო. დანიაში რვა მოთამაშე დაგვხვდება. ერთად სამ ვარჯიშს ჩავატარებთ და ასევე ერთ არაკონტაქტურ ვარჯიშს თოკოსთან ერთად, რაც ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. შენგელია მზად არის თავისი კლუბისთვის ითამაშოს და ამავდროულად მოვიდეს და ნაკრებშიც დაგვეხმაროს. ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია.

ამ სანაკრებო ფანჯრისთვის ჩვენს მდგომარეობას ვაანალიზებდით და გადავწყვიტეთ, რომ გვჭირდებოდა ქულების მომტანი უკანახაზელი. მარკისი კი, სწორედ ასეთი ტიპის მოთამაშეა. იმედი გვაქვს, რომ გუნდს სწრაფად შეეწყობა და სასარგებლო იქნება.

დანია ძალიან გაძლიერდა, ისინი მობილურები, აგრესიულები და მაღლები არიან. ჰყავთ რამდენიმე ახალი, მნიშვნელოვანი მოთამაშე დაიმატეს და კარგად იასპარეზეს ესპანეთის წინააღმდეგ და მატჩის დიდ მონაკვეთში ღირსეულად გამოვიდნენ უკრაინასთანაც. ამიტომ აუცილებლად უნდა გავუთანაბრდეთ მათ ენერგიაში. უნდა ვიპოვოთ გზა, როგორ შევაჩეროთ დანიელების სწრაფი კონტრშეტევები და შეტევაში მოხსნები. ჩვენთვისაც და მათთვისაც ეს აუცილებლად მოსაგები თამაშია. ვნახოთ, რა იქნება.

ცნობისათვის, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დანიაში ხვალ გაემგზავრება და ლეგიონერები გუნდს კოპენჰაგენში შეუერთდებიან. დანია-საქართველოს მატჩი 27 თებერვალს, თბილისის დროით 21:30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერიკთან ვმეგობრობ, ის სამაგალითოა“ - შენგელიამ ფეხბურთზე ისაუბრა
„ერიკთან ვმეგობრობ, ის სამაგალითოა“ - შენგელიამ ფეხბურთზე ისაუბრა