გოგა ბითაძე, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

ბითაძის 4 ქულა - ორლანდო ფინიქსთან დამარცხდა

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ ტურში ორლანდო ფინიქსს ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 110:113 დამარცხდა. გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერ ტაიმი გახდა საჭირო.

გოგა ბითაძე სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა და პარკეტზე მხოლოდ 8 წუთი და 43 წამი დაყო.

ამ პერიოდის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა 4 ქულას და 3 მოხსნას მოუყარა თავი.

გოგამ 100%-იანი შედეგი დააფიქსირა. ორჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და ორივე ზუსტი იყო. სამი მოხსნა კი საკუთარ ფარზე შეასრულა. ჯამში ბითაძემ 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

ამ მატჩის შემდეგ, ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში კი ლოს-ანჯელეს კლიპერსს დაუპირისპირდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები