თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 12 ქულა - ბარსელონა სამეფო თასის 1/2-ფინალში დამარცხდა

ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში ბარსელონას საკალათბურთო გუნდი ბასკონიას საკუთარ კედლებში დაუპირისპირდა და 67:70 დამარცხდა.

როგორც ყოველთვის, თორნიკე შენგელია ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და კარგი მატჩიც ჰქონდა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 29 წუთი და 46 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 12 ქულას, 7 მოხსნას და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

მატჩის მიმდინარეობისას, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 3-ჯერ სცადა 3-ქულიანის ჩაგდება და სამივე ააცილა. ცხრა 2-ქულიანიდან კი 3 გამოიყენა. 6 საჯარიმო ტყორცნიდან ექვსივე ჩააგდო.

7 მოხსნიდან 5 საკუთარ ფარზე შეასრულა, 2 კი მეტოქის. ჯამში მან ერთი პერსონალური ფოლი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ მეოთხედფინალური მატჩი გუშინ გამართა და მურსიას 91:85 აჯობა. დღეს კი ფინალში გასვლის იდეალური შანსი გაუშვა ხელიდან.

ცნობისთვის, შემდეგ მატჩს ბარსელონა ევროლიგაზე შენგელიას ყოფილ კლუბთან, ვირტუს ბოლონიასთან გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 25 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა“ - ლებრონმა კავაი შეაქო
„ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა“ - ლებრონმა კავაი შეაქო