ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

„თავს უკეთ ვგრძნობ“ - კიტეიშვილმა თავის მდგომარეობაზე ისაუბრა

გრაცის „შტურმისა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიულ Sky Sports-თან თავის მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სავარჯიშო პროცესს მალე დაუბრუნდება.

რას ამბობს კიტეიშვილი:

„ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში და როგორ ფორმაში ვიქნები დაბრუნების დროს. ვცდილობ, რაც შეიძლება მალე დავბრუნდე.“

29 წლის ნახევარმცველმა ტრავმა 14 თებერვალს, „ტიროლის“ წინააღმდეგ მიიღო. ქართველი ფეხბურთელი პირველ ტაიმში, 42-ე წუთზე შეცვალეს. დაზიანების გამო კიტეიშვილმა 22 თებერვალს, „ლინცის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშა და მოედანს სავარაუდოდ, მომდევნო ტურში, 1 მარტს „ვოლფსბერგერის“ წინააღმდეგ დაუბრუნდება.

ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ოთარ კიტეიშვილმა „შტურმის“ მაისურით 17 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველმა ნახევარმცველმა თავი ევროპა ლიგაზეც გამოიჩინა, სადაც 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ავსტრიის თასზე ჩატარებულ 3 შეხვედრაში კი 1 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კიტეიშვილის ტრავმა დაგვავიწყა“ - ავსტრიული მედია მამაგეიშვილს აქებს
„კიტეიშვილის ტრავმა დაგვავიწყა“ - ავსტრიული მედია მამაგეიშვილს აქებს