კიმ მინ-ჯე, სონ ჰიონ-მინი
Aa
Aa

მექსიკამ სამხ. კორეას მოუგო და პლეი-ოფის საგზური გაინაღდა

მსოფლიო ჩემპიონატზე, A ჯგუფში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. ჯგუფის მეორე მატჩში მასპინძელი მექსიკა გუადალახარას სტადიონზე სამხრეთ კორეას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა, რითაც პლეი-ოფში გასვლა გაინაღდა.

ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში, 50-ე წუთზე ლუის რომომ გაიტანა. შესაბამისად, მიმდინარე მუნდიალზე მექსიკა გახდა პირველი გუნდი, რომელმაც 1/16 ფინალის საგზური მოიპოვა.

ამ გამარჯვებით, პლეი-ოფის საგზურთან ერთად მექსიკელებმა უდიდესი ალბათობით, პირველი ადგილიც გაინაღდეს. მასპინძლებს მეორეადგილოსან კორეასთან ბურთების ბალანსი + 3 აქვთ და ამ სხვაობის აღმოფხვრა რთული წარმოსადგენია. ამასთან, მექსიკელებს ფრეც აძლეთ ხელს.

მესამე ტურში მექსიკა ჩეხეთს დაუპირისპირდება, სამხ. კორეა კი სამხ. აფრიკის ნაკრებს შეხვდება. ორივე მატჩი 25 ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დეივიდის ჰეთ-თრიკი და კონეს საშინელი ტრავმა - კანადამ კატარი გაანადგურა
დეივიდის ჰეთ-თრიკი და კონეს საშინელი ტრავმა - კანადამ კატარი გაანადგურა