კარლო ანჩელოტი, ენდრიკი, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„მაშინ ითამაშებს, როცა ამის დრო დადგება“ - ანჩელოტი ენდრიკზე

ჰაიტისთან მატჩის წინ ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, ერთ-ერთი მთავარი თემა კი პირველ ტურში ენდრიკის სათადარიგოთა სკამზე დატოვება იყო.

„ჯერჯერობით გუნდისთვის ძირითადი თერთმეტეული არ დამისახელებია. შემიძლია, ახლავე მედიის წინაშე დავასახელო ძირითადი შემადგენლობა, ეს პრობლემა არაა, მაგრამ მირჩევნია, ჯერ ფეხბურთელებს ვუთხრა.

მათეუს კუნია უფრო კარგად მონაწილეობს ბურთის გათამაშებაში და მეორე ფორვარდად იგორ ტიაგოზე უკეთესად მოქმედებს. იგორი ფიზიკურად ძლიერი და აგრესიული ფორვარდია, კლასიკური 9 ნომერი. ენდრიკი გამორჩეული ტალანტია, მაგრამ არც კუნიას და არც ტიაგოს უნარები აქვს.

ენდრიკი ამ და მომდევნო მსოფლიოზე ბრაზილიას დიდ სარგებელს მოუტანს. ის მოთმინებით ელოდება თავის შანსს და არსად ჩქარობს, რაც მისი ასაკის ფეხბურთელისთვის ძალიან უჩვეულოა. ენდრიკი მაშინ ვათამაშებ, როცა ამის დრო დადგება. ცოტაც უნდა მოითმინოთ, მას მნიშვნელოვანი როლი ექნება“.

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში ბრაზილია მაროკოს დაუზავდა - ისმაელ საიბარის გოლს „პენტაკამპეონებმა“ ვინისიუს ჟუნიორის ზუსტი დარტყმით უპასუხეს.

მეორე ტურში ბრაზილია ჰაიტის შეხვდება, მაროკო კი შოტლანდიას დაუპირისპირდება - ორივე მატჩი ამაღამ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დეივიდის ჰეთ-თრიკი და კონეს საშინელი ტრავმა - კანადამ კატარი გაანადგურა
დეივიდის ჰეთ-თრიკი და კონეს საშინელი ტრავმა - კანადამ კატარი გაანადგურა