ნაპოლის ალეგრი ჩაიბარებს | დი მარციო
„ნაპოლიმ“ მასიმილიანო ალეგრისთან კლუბში მუშაობის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 58 წლის იტალიელის ნეაპოლურ გუნდში დანიშვნა, შესაძლოა, „მილანთან“ მწვრთნელის ფინანსური უთანხმოების გამო ჩაიშალოს.
მედიის მტკიცებით, „როსონერისთან“ 2027 წლამდე მოქმედი კონტრაქტის ვადამდე ადრე გაწყვეტისთვის, ალეგრი თავისთვის 2 მილიონ ევროს, ხოლო თავისი შტაბის წევრებისთვის 3 მილიონს ითხოვს. თავის მხრივ, მილანური კლუბის მფლობელი, ჯერი კარდინალე მოთხოვნილი თანხის გადახდაზე უარს ამბობს.
„ნაპოლიში“ მწვრთნელის დანიშვნის შესახებ ოფიციალური განცხადება მხოლოდ „მილანთან“ მოლაპარაკებების პროცესის დასრულების შემდეგ არის მოსალოდნელი, — იუწყება ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.
თუმცა, ალეგრისთან კონტრაქტის გაფორმება ეჭვს არ იწვევს — ხელშეკრულება 2029 წლამდე იქნება ძალაში. ამგვარად, ეს იქნება სამწლიანი და არა ორწლიანი კონტრაქტი, როგორც მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია.