ტორინო ბარონის უშვებს | საზონოვს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება
საბა საზონოვის „ტორინოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტების, ნიკოლო სკირას, ალფრედო პედულასა და ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, „გრანატამ“ მოქმედი თავკაცის, მარკო ბარონის გაშვება გადაწყვიტა.
62 წლის იტალიელ სპეციალისტს რობერტო დ’ავერსა ჩაანაცვლებს. ტურინულმა კლუბმა დ’ავერსასთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და მასთან მიმდინარე სეზონის ბოლომდე გათვლილი ხელშეკრულება გაფორმდება. სასურველი შედეგის შემთხვევაში მისი გახანგრძლივება იქნება შესაძლებელი.
პედულას მიხედვით, „ტორინო“ უახლოეს პერიოდში განცხადებას გაავრცელებს და ბარონის გაშვებას ოფიციალურად დაადასტურებს. „გრანატას“ რთული პერიოდი უდგას და ბოლო 10 შეხვედრიდან 7 წააგო, რის გამოც ცვლილებების განხორციელება გადაწყდა.
შეგახსენებთ, რომ „ტორინოს“ 27 ქულა აქვს და გასავარდნ ზონამდე მხოლოდ 6 ქულა აშორებს. ქართველ ფეხბურთელს რაც შეეხება, საზონოვს მიმდინარე სეზონში „გრანატას“ მაისურით ერთი წუთიც კი არ აქვს ნათამაშები და იმედი ვიქონიოთ, რომ ახალი მწვრთნელი მას მინიმალურ ნდობას მაინც გამოუცხადებს.