„ევროლიგა საუკეთესო პროდუქტია“ - შენგელიას პასუხი NBA-ს ჩამოსვლაზე
NBA-ს ხელმძღვანელები უკვე ძალიან დიდი ხანია ფიქრობენ ევროპაში ახალი საკალათბურთო ლიგის შექმნაზე, სადაც დიდი ქალაქების ფრენჩაიზებთან ერთად, ევროპის ოთხმა ტოპ-კლუბმა უნდა ითამაშოს. თუმცა, ეს ყველაფერი ჯერჯერობით იდეის დონეზეა და მისი განხორციელება ჯერჯერობით სავარაუდოდ ვერ მოხდება. მიუხედავად ამისა, ევროლიგის ხელმძღვანელები მოსალოდნელ საფრთხეს აშკარად გრძნობენ და ამერიკელებთან კონკურენციის გასაწევად გვარიანი ძალისხმევის გაწევა მოუწევთ. ამ თემასთან დაკავშირებით Eurohoop-ის ჟურნალისტმა „ბარსელონას“ ქართველ კალათბურთელს თორნიკე შენგელიას მიმართა და მისგან ასეთი პასუხი მიიღო:
„უნდა ნერვიულობდნენ თუ არა ევროლიგის ხელმძღვანელები ამის გამო? დრო გვიჩვენებს. თუმცა, ამჟამად ევროლიგა უმაღლესი დონის, პირველი ხარისხის ტურნირია, რასაც კალათბურთელებისა და კლუბების სწორი მუშაობა განაპირობებს. საფიქრალი მხოლოდ ფინანსური ასპექტია, რაშიც NBA-ს კონკურენციას ნამდვილად ვერ გაუწევენ, რადგან არამხოლოდ ამერიკაში, არამედ ფულის გამო ევროლიგის კლუბიდან აზიაში გადაბარგებული ბევრი მოთამაშეც მინახავს“.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიას კარიერის განმავლობაში ევროლიგა არასოდეს მოუგია და ამ მიზნის მისაღწევად წლევანდელი სეზონის დაწყების წინ „ბარსელონაში“ გადავიდა, სადაც ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელია