სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

„ალბათ საუკეთესო თავისუფალი აგენტი“ | ამერიკელი ჟურნალისტი მამუზე

სანდრო მამუკელაშვილი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. „ინდიანა პეისერსის“ წინააღმდეგ ქართველი კალათბურთელი საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და აქტივში 17 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

მამუკელაშვილის ასპარეზობას Sportsnet-ისა და RaptorsRepublic-ის ჟურნალისტი, ზულფი შეიხი გამოეხმაურა. მან X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და ქართველი კალათბურთელი შეაქო.

„მამუკელაშვილი უკვე ალბათ უკვე საუკეთესოთა შორისაა იმ კალათბურთელებში, რომლებიც ტორონტოს საკუთარ ისტორიაში თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუფორმებია. რეპტორსმა უნდა იპოვოს გზები, რომ ის გუნდში დაიტოვოს.“

ცნობისთვის, სანდრო მამუკელაშვილის სტატისტიკა ბოლო 10 შეხვედრაში ასეთია: 15.3 ქულა, 5.9 მოხსნა, 2.4 შედეგიანი გადაცემა, 1.2 ჩაჭრა, 50-დან 24 სამქულიანი. „ტორონტოს“ 32 მოგება და 22 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შედევრი შექმნა“ | რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიაზე
„შედევრი შექმნა“ | რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიაზე