„შედევრი შექმნა“ | რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიაზე
ხვიჩა კვარაცხელია მოედანს დაუბრუნდა. „ნიუკასლთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა „ლე კლასიკში“ ითამაშა და „მარსელის“ წინააღმდეგ თავი გოლით გამოიჩინა. „კვარა“ 62-ე წუთზე გამოვიდა და ბრწყინვალე დარტყმით ანგარიში 4:0 გახადა, მისმა გუნდმა კი მეტოქე 5:0 გაანადგურა.
გამომდინარე იქიდან, რომ კვარაცხელიას ძირითად შემადგენლობაში თამაში არ დაუწყია, ფრანგულმა პრესამ მასზე მოკლედ ისაუბრა.
Footmercato: „ტრავმისგან დაბრუნებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ დეზირე დუე შეცვალა. უსმან დემბელეს პასის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა მარსელის კარი ბრწყინვალე დარტყმით აიღო. მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მიზნამდე ცოტა დააკლდა.“
L’Equipe: „კვარაცხელიამ დეზირე დუე 62-ე წუთზე შეცვალა და ულამაზესი გოლი გაიტანა.“
Le Parisien: „ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 62-ე წუთზე გავიდა და ხუთ წუთში შედევრი შექმნა.“
Maxifoot: „ხვიჩა კვარაცხელიამ ულამაზესი გოლი გაიტანა და ნახევარი საათის განმავლობაში, საკუთარი თავდადებით, შთაბეჭდილება მოახდინა. ქართველმა გარემარბმა ბოლო წუთებზე ბურთი ხარიხასაც გაარტყა.“
90min: „დეზირე დუე კვარაცხელიამ შეცვალა, ვისი გოლიც ნამდვილი შედევრი იყო.“
Allezparis: „კვარაცხელიამ თამაშზე საკუთარი კვალი მალევე დატოვა. შემოსვლიდან ხუთ წუთში მან უბრალოდ საოცარი გოლი გაიტანა.“
ცნობისთვის, კვარაცხელიას ლიგა 1-ში ოთხი, ხოლო ყველა ტურნირზე რვა გოლი აქვს გატანილი. მისი „პარი სენ-ჟერმენი“ სატურნირო ცხრილის ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 13 თებერვალს, „რენთან“ გამართავს.