ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ძველებური ბრწყინვალება და თავდადება - კვარას თამაშის შეფასება

ხვიჩა კვარაცხელიამ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ „პარი სენ-ჟერმენისთვის“ უმნიშვნელოვანესი და ფასდაუდებელი ფეხბურთელია. „მარსელთან“ საშინაო შეხვედრის 62-ე წუთზე 24 წლის ქართველი თამაშში აქტიურად ჩაერთო და ზუსტად 4 წუთში არაჩვეულებრივი დარტყმით ასეთივე გოლი გაიტანა. 28 წუთის განმავლობაში კვარამ გატანილი ბურთის გარდა, 1 საკვანძო პასი შეასრულა, ბურთს 22-ჯერ შეეხო, დრიბლინგის ერთი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა და ათბალიანი სისტემით 7.5 მეათედი შეფასება დაიმსახურა. ასევე საინტერესოა რა დაწერეს წამყვანმა გამოცემებმა ხვიჩას ასპარეზობაზე.

CNN: „ხვიჩა გამოჩენისთანავე მასპინძლების იერიშები კიდევ უფრო მწვავე გახადა და ეტყობოდა, რომ უზომოდ მონდომებული იყო. ბურთთან მისი პირველივე შეხება „ოლიმპიკისთვის“ მომაკვდინებელი დარტყმით დასრულდა“.

Reuters: „პარიზელები იმის გამო, რომ პირველ წრეში „მარსელმა“ მატჩის გადადებაზე უარი უთხრა და „სენ-ჟერმენის“ შემადგენლობის ნახევარზე მეტი „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებას ვერ დაესწრო, მეტოქეზე გაბრაზებულები იყვნენ. ასეთივე გაბრაზება და კლასი ემჩნეოდა იმ დარტყმას, რომელიც ხვიჩამ შეასრულა“.

France Football: „პირველ ნახევარში „პარკ დე პრენსზე“ უსმან დემბელე ბრწყინავდა. მეორე ტაიმში კი სწორედ „ოქროს ბურთის“ მფლობელის პასით კვარაცხელიამ საოცარი სილამაზის ბურთი გაიტანა. ხვიჩა ძველებური მონდომებითა და ბრწყინვალებით დაბრუნდა.

ESPN: „სეზონის გადამწყვეტ მატჩებში პსჟ-ისგან ასეთი დონის თამაშებს თუ ვნახავთ, ამ კლუბისგან ყველაფერია მოსალოდნელი. პარიზში როგორც შესვენებამდე, ასევე შესვენების შემდეგ ვიხილეთ ვარსკვლავების შოუ და დემბელე-კვარას ულამაზესი გოლები“.

ცნობისათვის, წლევანდელ სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 27 შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 8 გოლი და 6 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ელ კუკუი: „ხაბიბმა და კონორ მაკნაგეთსმა კარიერა უნდა დაასრულონ
ელ კუკუი: „ხაბიბმა და კონორ მაკნაგეთსმა კარიერა უნდა დაასრულონ"