ტიერი ანრი, არსენ ვენგერი
Aa
Aa

“ესპანეთი დღეს უკეთესი გუნდი იყო“ - ვენგერის და ანრის შეფასება

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთი საფრანგეთს დაუპირისპირდა და უშანსოდ 2:0 დაამარცხა.

აღნიშნული დაპირისპირება ლონდონის არსენალის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა და სუპერვარსკვლავმა ტიერი ანრიმ შეაფასეს.

ვენგერი:

„ესპანეთმა დაამტკიცა, რომ დღეს მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილი გუნდია. მათ შეუძლიათ როგორც ბურთის კონტროლი, ისე სწრაფი გადასვლები შეტევაში. ესპანელებმა ფრანგებს სივრცეები პრაქტიკულად არ დაუტოვეს და მატჩის ტემპი მთლიანად აკონტროლეს.“

ანრი:

„ესპანეთი დღეს უკეთესი გუნდი იყო. ისინი ტემპს აკონტროლებდნენ, ბურთსაც უკეთ ამოძრავებდნენ და ჩვენ ამის პასუხი ვერ ვიპოვეთ. როცა ესპანეთი ასე თამაშობს, მისი შეჩერება ძალიან რთულია.“

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პირველი გოლი მიკელ ოიარსაბალმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა, მეორე გოლი კი პოროს ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ მისთვის ამ მუნდიალზე ეს მეორე გოლი იყო. პირველი გოლი მან ავსტრიის ნაკრების კარში გაიტანა.

ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ინგლისსა და არგენტინას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რაბიო: “თავი უნდა ავწიოთ და მესამე ადგილისთვის ვიბრძოლოთ“
რაბიო: “თავი უნდა ავწიოთ და მესამე ადგილისთვის ვიბრძოლოთ“