ლებრონ ჯეიმსი, კავაი ლეონარდი
Aa
Aa

„ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა“ - ლებრონმა კავაი შეაქო

„კლიპერსთან“ მოგებული მატჩის შემდეგ „ლეიკერსის“ ფორვარდმა, ლებრონ ჯეიმსმა მეტოქე გუნდის ლიდერი, კავაი ლეონარდი გამოარჩია და საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„კავაი შესანიშნავია, ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. საერთოდ არ მაღელვებს ის, რასაც მის ტრავმიანობაზე ლაპარაკობენ. კავაი წარმოუდგენელია. მასზე და ბოლო თვეებში მის მიერ ნაჩვენებ თამაშზე მხოლოდ კარგის თქმა შეიძლება.

ძალიან მეწყინა, რომ 2024 წლის ოლიმპიადაზე ნაკრების შემადგენლობაში გამოგვაკლდა. მასთან ერთად თამაში ძალიან მინდოდა. ყველა ვარსკვლავის მატჩში 12 წუთში 31 ქულა დააგროვა - ის უბრალოდ შესანიშნავია. კავაიზე საუბარი უსასრულოდ შემიძლია“.

ცნობისთვის, „ლეიკერსთან“ მატჩში კავაი ლეონარდმა 31 ქულა, 4 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, თუმცა ბოლო მეოთხედის მეექვსე წუთზე კოჭი დაიზიანა და მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩი | ენტონი ედვარდსი MVP გახდა
NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩი | ენტონი ედვარდსი MVP გახდა