გოგა ბითაძე
Aa
Aa

ბითაძეს არ უთამაშია | ორლანდომ სტუმრად კლიპერსს მოუგო

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ლოს ანჯელეს კლიპერსი“ მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა სტუმრად ითამაშა და „კლიპერსს“ ბოლო წამებზე, ორი ქულით მოუგო - 111:109.

სამწუხაროდ, გოგას სათამაშო დრო არც ამ შეხვედრაში მიეცა. „ორლანდოს“ ბოლო ექვსი მატჩიდან ბითაძემ მონაწილეობა მხოლოდ ერთში მიიღო და „ფინიქსის“ წინააღმდეგ არასრულ 9 წუთში 4 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.

„კლიპერსთან“ მატჩში „ორლანდოს“ დესმონდ ბეინმა ულიდერა, რომელმაც 36 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. პაოლო ბანკეროს 16 ქულა, 7 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა, ხოლო უენდელ კარტერ ჯუნიორმა 15 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა. „კლიპერსის“ რიგებში ბრწყინვალე იყო კავაი ლეონარდი - 37 ქულა, 8 მოხსნა, 4 ასისტი. ბენედიქტ მატურინმა 21 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა.

ცნობისთვის, „ორლანდოს“ 30 მოგება და 26 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე გახლავთ. „მეჯიქის“ მომდევნო გაჩერება „ლოს ანჯელეს ლეიკერსია“, რომელსაც 25 თებერვალს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვილიარეალმა ვალენსიას დიდ ბრძოლაში მოუგო - მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა
ვილიარეალმა ვალენსიას დიდ ბრძოლაში მოუგო - მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა