ხამზატ ჩიმაევი, შონ სტრიკლენდი
Aa
Aa

გავანადგურე ტიპი, რომელმაც ორჯერ გცემა | ჩიმაევმა სტრიკლენდს უპასუხა

შონ სტრიკლენდი და ხამზატ ჩიმაევი სოციალურ ქსელებში ერთმანეთთან სიტყვიერ დაპირისპირებას აგრძელებენ მას შემდეგ, რაც ჰიუსტონში სტრიკლენდმა ენტონი ერნანდესი ტექნიკური ნოკაუტით (TKO) დაამარცხა.

ბრძოლის შემდგომ პრესკონფერენციაზე საუბარი ჩამოვარდა იმაზე, თითქოს ვარჯიშის დროს ჩიმაევმა ის მტკივნეული ილეთით (საბმიშენით) დანებებამდე მიიყვანა. სტრიკლენდმა ეს მომენტალურად უარყო და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ გრეპლინგის ილეთების დამუშავება იყო და რეალურად, მან თავად აიძულა ჩიმაევს ვარჯიშის შეწყვეტა.

ამის შემდეგ ხამზატმა X-ის საკუთარ გვერდზე ამ ყველაფერს და სტრიკლენდის მიერ წუხელ ნათქვამ ყველა სიტყვას ასე უპასუხა: „ჰაბიბი, დამშვიდდი, მე გავანადგურე ტიპი, რომელმაც ორჯერ გცემა, ამერიკელო ნაბიჭვარო''.

ხამზატი დრიკუს დუ პლესის გულისხმობს. სტრიკლენდმა დრიკუსთან მართლაც ორი უმძიმესი და საკამათო ბრძოლა ჩაატარა (2024 წლის იანვარში UFC 297-ზე და ახლახან, 2025 წლის თებერვლის დასაწყისში, UFC 312-ზე). ორივე ბრძოლა დრიკუსმა მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო.

ცოტა ხნის წინ სტრიკლენდმა ESPN MMA-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ხამზატ ჩიმაევის დამარცხება მხოლოდ მას შეუძლია. ასევე, ამერიკელმა ზახმატი სავალე მეთაურის, რამზან კადიროვის მეგობრად მოიხსენია: „მოკლედ, არ ვიცი, ცოტა უცნაურია, რაც UFC-მ ჩიმაევთან დაკავშირებით გააკეთა. მოიყვანეს ტიპი, რომელიც წელიწადში ერთხელ ჩხუბობს, როგორც რაღაც „მადონა“. ნეტავ რამდენ ფულს უხდის მას ის დიქტატორი ჩუმად? ამ ტიპს ჩხუბი საერთოდ არ სჭირდება, ის ხომ წყეული საველე მეთაურის საუკეთესო მეგობარია. ტიპს G-Wagon-ებს ჩუქნიან'' (იხილეთ).

გეტყვით რომ დღეს ჰიუსტონში, საშუალო წონით კატეგორიაში შონ სტრიკლენდმა მესამე რაუნდში ენტონი ერნანდესი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ამ გამარჯვებით სტრიკლენდი კიდევ უფრო დაუახლოვდა სატიტულო შანსს სწორედ ამ დივიზიონში. ხამზატ ჩიმაევიც ამჟამად საშუალო წონაში ასპარეზობს, რის გამოც მათი ორთაბრძოლა რეალური გახდა.

შონმა კარიერაში 37-ე ბრძოლა გამართა, 30 გამარჯვება, 7 მარცხი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები