დიეგო დეისაძე
Aa
Aa

პოლონეთის უმაღლესი ლიგიდან ტორპედოში | დეისაძემ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფორვარდი დიეგო დეისაძე კარიერას ქუთაისის ტორპედოში გააგრძელებს. კრისტალსპორტის ინფორმაციით, ფეხბურთელმა კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

2024 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული დიეგო პოლონური ტერმალიცას ფეხბურთელი იყო, თუმცა პირველ გუნდში მცირე სათამაშო დრო ჰქონდა. მიმდინარე სეზონში პოლონეთის უმაღლეს ლიგის მხოლოდ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამივე შეხვედრაში ცვლილებაზე გამოვიდა.

1,93 მ. სიმაღლის ფორვარდი ფიზიკური სიძლიერის გარდა სისწრაფითა და ტექნიკით გამოირჩევა. თანამედროვე ფეხბურთელისთვის საჭირო უნარები აქვს. რამაზ სვანაძე ახალგაზრდულ ნაკრებში დიდ ნდობას უცხადებს და ცენტრფორვარდის პოზიციაზე ათამაშებს, თუმცა სისწრაფისა და ტექნიკით გათვალისწინებით გარემარბის, მეორე ფორვარდის და გამთამაშებლის პოზიციაზეც სასარგებლოა.

21 წლის მოთამაშის კარიერაში ახალი და საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, მუდმივი სათამაშო დრო უნდა მიიღოს და საუკეთესო თვისებები სტაბილურად გამოავლინოს.

2024 წლის ივნისში დიეგოს შესახებ ვრცელი სტატია დავწერე, რომელიც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის და განსაკუთრებით ტორპედოს ქომაგებისთის საინტერესო უნდა იყოს, ბევრ უცნობ და მნიშვნელოვან ინფორმაციას გაიგებთ.

ქართველი ზლატანი - როგორ აღმოაჩინა ჩელსის სკაუტმა უცნობი ტალანტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველი ზლატანი - როგორ აღმოაჩინა ჩელსის სკაუტმა უცნობი ტალანტი
ქართველი ზლატანი - როგორ აღმოაჩინა ჩელსის სკაუტმა უცნობი ტალანტი