ნახევარფინალი რუმინელებთან - ბორჯღალოსნების მეტოქე გაირკვა
საქართველოს ნაკრებმა გუშინ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საკუთარ სტადიონზე ესპანელების (42:30) დამარცხებით A ჯგუფში პირველი ადგილი და შესაბამისად, ნახევარფინალის საკუთარ სტადიონზე ჩატარება გაინაღდა. გასარკვევი რჩებოდა მხოლოდ ის, თუ ვისთან მოუწევდათ ბორჯღალოსნებს ფინალის საგზურისთვის მასპინძლობა.
მართალია დღეს რუმინელები სტუმრად პორტუგალიის ნაკრებთან 37-ქულიანი სხვაობით, 7:44 დამარცხდნენ, მაგრამ პლეი-ოფში მაინც ისინი გავიდნენ, რადგან გერმანელებმა ბელგიელებთან წააგეს, რომელთაც თავის მხრივ რუმინეთის ნაკრების მსგავსად 5 ქულა დააგროვეს, თუმცა დამატებითი მაჩვენებლით „მუხები“ დაწინაურდნენ და პლეი-ოფის საგზურიც მოიპოვეს, სადაც ტრადიციულ მეტოქეს ბორჯღალოსნებს დაუპირისპირდებიან და ცალსახა ფავორიტი უდავოდ ჩვენი ქვეყნის ნაკრები იქნება.
ცნობისათვის, საქართველო - რუმინეთის ნახევარფინალი ავჭალის სტადიონზე 8 მარტს გაიმართება, შეხვედრის დაწყების თარიღი კი მოგვიანებით გაირკვევა.