ილია თოფურია, შონ ომალი
Aa
Aa

კონორი, ილია და სხვები | ომალიმ ფავორიტი მებრძოლები დაასახელა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, შონ ომალიმ თავისი ფავორიტი მებრძოლები დაასახელა. „შუგამ“ ტოპ 4 შეადგინა და საუკეთესოთა შორის ილია თოფურიაც შეიყვანა.

„პირველი, ვინც გონებაში მომდის, კონორ მაკგრეგორია. ჩემი კარიერისთვის ის ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი მებრძოლი იყო. მაქს ჰოლოუეის ჩხუბების ყურება ძალიან მომწონს. სიმართლე გითხრათ, ილიას ორთაბრძოლების ყურებაც ძალიან საინტერესოა.

ისრაელ ადესანიაც უნდა გამოვარჩიო. ისლამ მახაჩევი? ისლამიც მომწონს. ეს ბიჭები ძალიან მაგრები და საშიშები არიან.“

ცნობისთვის, ომალის „ელ მატადორისადმი“ სიმპათიები აქამდე რამდენჯერმე გამოუხატავს. როდესაც „შუგა“ სუპერ მსუბუქი წონის ჩემპიონი იყო, თოფურიას იწვევდა, მაგრამ მათი ორთაბრძოლა არ ჩაინიშნა. როდესაც ილიამ ჩარლზ ოლივეირა დაანოკაუტა და მსუბუქი წონის ტიტული დაისაკუთრა, ომალიმ იხუმრა, რომ კიდევ კარგი, მისი და „ელ მატადორის“ დაპირისპირება არ გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვილიარეალმა ვალენსიას დიდ ბრძოლაში მოუგო - მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა
ვილიარეალმა ვალენსიას დიდ ბრძოლაში მოუგო - მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა