ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

„უმჯობესი იქნება, თუ წავალ“ - ვინისიუსის ეპიზოდს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ესპანეთის ლა ლიგის მე-10 ტურში, მადრიდის „რეალსა“ და „ბარსელონას“ შეხვედრის მიმდინარეობისას, 72-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორის შეცვლას ესპანურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ეპიზოდის დროს, ბრაზილიელმა შემტევმა უკმაყოფილება არ დამალა, მედიაში კი მისი სიტყვები გაშიფრეს, სადაც ამბობდა - „ყოველთვის მე! გუნდს ვტოვებ, უმჯობესი იქნება, თუ წავალ!“ შეცვლის შემდეგ, ვინისიუსი პირდაპირ გასახდელში შევიდა, თუმცა მოგვიანებით სათადარიგოთა სკამზე გამოჩნდა.

ამასთან დაკავშირებით, გავლენიანმა გამოცემა AS-მა დაწერა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი გუნდში თავს დაუფასებლად გრძნობს და სეზონის დასრულების შემდეგ, „სამეფო კლუბის“ დატოვებას სერიოზულად განიხილავს. ვინისიუსი თვლის, რომ ჩაბი ალონსოს ის არ მოსწონს, რაც მიმდინარე სეზონში ხშირად შეცვლაში, ან თუნდაც თადარიგში დატოვებაში გამოიხატება.

ასევე, იწერება, რომ გუნდიდან წასვლის შემთხვევაში, ჩაბი ალონსო ვინისიუსს მხარს არ დაუჭერს და ყურადღებას კილიან მბაპეს შენარჩუნებისკენ გაამახვილებს. საგულისხმოა, რომ ბრაზილიელს „რეალის“ დატოვება არ სურს, მაგრამ თუ სტაბილურ სათამაშო დროს არ მიიღებს, მაშინ თავის ამჟამინდელ სიტუაციას არ შეეგუება. პარალელურად, Mundo Deportivo წერს, რომ დიდი ალბათობით, „სამეფო კლუბი“ უახლოეს დღეებში ეპიზოდს განიხილავს და არ არის გამორიცხული ფეხბურთელი დაისაჯოს კიდეც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
3 გოლი, გათიშული იამალი, წითელი და ჩხუბი | 262-ე „კლასიკო“ რეალმა მოიგო
3 გოლი, გათიშული იამალი, წითელი და ჩხუბი | 262-ე „კლასიკო“ რეალმა მოიგო