გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდაშვილი კერკეზის ნაცვლად | სასაცილო შეცდომა ლივერპულის მატჩისას

ინგლისის პრემიერ ლიგის 27-ე ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ „ნოტინგემს“ დაუპირისპირდა. არნე სლოტის გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი ალექსის მაკ ალისტერმა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეშვიდე წუთზე გაიტანა.

მატჩის მიმდინარეობისას ბევრი საინტერესო ეპიზოდი ვიხილეთ, რომელთაგან ერთ-ერთი ტრანსლაციის რეჟისორებს უკავშირდება. 83-ე წუთზე „წითლების“ მთავარმა მწვრთნელმა ორმაგი ცვლილება განახორციელა: სლოტმა კერტის ჯონსი და მილოშ კერკეზი გაიყვანა, მათ ნაცვლად კი მოედანზე ჯო გომესი და ენდრიუ რობერტსონი შეიყვანა.

რეჟისორებმა გამსვლელი ფეხბურთელები სწორად გამოსახეს, მაგრამ შეცდომა დაუშვეს და დაწერეს, თითქოს კერკეზის ნაცვლად თამაშში მამარდაშვილი ჩაერთო... რა თქმა უნდა, გიორგის მატჩში მონაწილეობა არ მიუღია და, მით უმეტეს, მარცხენა მცველი არ ჩაუნაცვლებია.

ცნობისთვის, 27-ე ტურის შემდეგ „ლივერპულს“ 45 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეექვსე პოზიციას იკავებს. „წითლები“ მომდევნო შეხვედრას 28 თებერვალს გამართავენ და „ენფილდზე“ „ვესტ ჰემს“ მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მთავარი მწვრთნელი გამარჯობასაც არ მეუბნება“ | საზონოვი ულტრასებს ესაუბრა
„მთავარი მწვრთნელი გამარჯობასაც არ მეუბნება“ | საზონოვი ულტრასებს ესაუბრა