ნეიმარი
Aa
Aa

ნეიმარი სანტოსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ბრაზილიელი ვინგერი ნეიმარი „სანტოსთან“ კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს. ამის შესახებ Diario AS-ი იუწყება.

წყაროს ინფორმაციით, 33 წლის ფეხბურთელი აპირებს, ბრაზილიურ კლუბთან კიდევ ერთი მოკლევადიანი კონტრაქტი გააფორმოს, რათა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოემზადოს.

ნეიმარი ევროპაში დაბრუნებას გეგმავდა, მაგრამ ეს არ მოხდება. „ინტერ მაიამიში“ გადასვლაც გადაიდება.

მიმდინარე სეზონში ნეიმარმა საკლუბო დონეზე 23 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

Transfermarkt-ზე ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 11 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კატასტროფული დაცვის მთავარი გმირი“ - იტალიურმა მედიამ გოგლიჩიძე გააკრიტიკა
„კატასტროფული დაცვის მთავარი გმირი“ - იტალიურმა მედიამ გოგლიჩიძე გააკრიტიკა