ჩელსი მარესკას გაშვებას აპირებს - მედია მის პოტენციურ შემცვლელზე წერს
„ჩელსიმ“ შესაძლოა მალე ენცო მარესკა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვოს.
როგორც One Football-ი და სხვა მედიასაშუალებები იუწყებან, იტალიელ სპეციალისტს „ბორნმუთის“ ესპანელი მწვრთნელი, ანდონი ირაოლა შეცვლის.
წყაროს ინფორმაციით, ლონდონური კლუბი 43 წლის სპეციალისტის დანიშვნის შესახებ მალე გამოაცხადებს.
შეგახსენებთ, ენცო მარესკა „არისტოკრატებთან“ 2024 წლის ზაფხულიდან მუშაობს და მან გუნდთან ერთად, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
ლონდონში მიაჩნიათ, რომ ირაოლა მომავალში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი გახდება.
ცნობისთვის, ინგლისის ჩემპიონატის ცხრა ტურის შემდეგ, „ჩელსიმ“ 14 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზე იმყოფება სატურნირო ცხრილში.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, სამი ტურის შემდეგ, მარეკას გუნდს 6 ქულა აქვს და მე-11 პოზიციას იკავებს.
 
                             
                                                         
                                 
                                             
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                        