ოფიციალურად | ლუჩანო სპალეტიმ იუვენტუსი ჩაიბარა
ტურინის „იუვენტუსს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. „ბებერმა ქალბატონმა“ იგორ ტუდორი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა და მის ადგილას ლუჩანო სპალეტი დანიშნა. „იუვემ“ სპალეტისთან ხელშეკრულების გაფორმება ოფიციალურად დაადასტურა.
„ნაპოლისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა „იუვენტუსთან“ 2026 წლის 30 ივნისამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი. მასში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების ორი წლით გახანგრძლივება არის შესაძლებელი.
„ლუჩანო სპალეტი იუვენტუსის მთავარი მწვრთნელია და კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ივლისამდე გააფორმა. მოხარული ვართ, ბიანკონერის ოჯახში ასეთი გამოცდილებისა და დონის მწვრთნელი მივიღოთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება და წარმატებებს გისურვებთ“, - ნათქვამია „ბებერი ქალბატონის“ განცხადებაში.
ცნობისთვის, სერია A-ს 9 ტურის შემდეგ „იუვენტუსს“ 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეშვიდე პოზიციას იკავებს. ტურინელთა მომდევნო გაჩერება „კრემონეზეა“, რომელსაც პირველ ნოემბერს დაუპირისპირდებიან.