დანიელ კარვახალი, ლამინ იამალი
Aa
Aa

არ უთქვამს, გარეთ შევხვდეთო | იამალისა და კარვახალის ეპიზოდი

ლა ლიგის მეათე ტურში მადრიდის „რეალი“ „ბარსელონას“ დაუპირისპირდა. შეხვედრა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა — 2:1. „თეთრების“ მხრიდან გოლები კილიან მბაპემ და ჯუდ ბელინგემმა გაიტანეს, ხოლო „ბლაუგრანას“ მაისურით ფერმინ ლოპესი გამოირჩა.

მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება მოხდა. „რეალის“ მცველმა, დანიელ კარვახალმა, ლამინ იამალს ჟესტით მიანიშნა, რომ მეტისმეტად ბევრს ლაპარაკობდა. კამათში ტიბო კურტუაც ჩაერთო, ხოლო ერთ-ერთ ეპიზოდში, როგორც Marca-მ დაწერა, ლამინმა „რეალის“ მოთამაშეებს უთხრა: „გარეთ შევხვდეთ.“

თუმცა Cadena Ser-ის ჟურნალისტი სანტი ოვალიე ირწმუნება, რომ იამალს მსგავსი არაფერი უთქვამს. ოვალიეს მტკიცებით, ლამინმა „ბლანკოსის“ ფეხბურთელებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „განმეორებით მატჩში გნახავთ.“

შეგახსენებთ, რომ „ელ კლასიკოს“ დაწყებამდე იამალის სიტყვებმა „რეალის“ ფეხბურთელების გაღიზიანება გამოიწვია. ახალგაზრდა გარემარბმა აღნიშნა, რომ „ბლანკოსის“ მოთამაშეები ყველაფერზე წუწუნებენ და მსაჯები მათ სასარგებლოდ მოქმედებენ, რამაც ვითარება კიდევ უფრო გამძაფრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძე ბრუნდება! - ქართველმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
ჩაკვეტაძე ბრუნდება! - ქართველმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო