გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

ჩაკვეტაძე ბრუნდება! - ქართველმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო

საქართველოს ნაკრებისა და „უოტფორდის“ შემტევი, გიორგი მოედანს მალე დაუბრუნდება. ცოტა ხნის წინ, „უოტფორდის“ ოფიციალურმა გვერდმა 26 წლის ფეხბურთელის ფოტოებიც გაავრცელა, რომელშიც ქართველი შემტევი გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

გიორგი ჩაკვეტაძეს 2025 წლის 5 აპრილის შემდეგ არ უთამაშია. ჩემპიონშიფის გასულ სეზონში, „ბრისტოლ სიტის“ წინააღმდეგ ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, რის გამოც 31-ე წუთზე შეცვალეს და მას შემდეგ ყველა მის დაბრუნებას ელის.

თუ „უოტოფრის“ მიერ გავრცელებული ბოლოდროინდელი ამბით ვივარაუდებთ. ჩაკვეტაძის დაბრუნების დღე შორს არ არის. მართალია, ქართველ შემტევს დღეს სრული დატვირთვით არ უვარჯიშია, მაგრამ უკვე გუნდელებთან ერთად ბურთსაც შეეხო და დიდი ალბათობით, მიმდინარე კვირის უქმეებზე თუ არა, „უოტფორდის“ მომდევნო თამაშში მაინც მიიღებს მონაწილეობას.

1 ნოემბერს, „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „მიდლსბროს“ დაუპირისპირდება, 3 დღეში კი „იფსვიჩს“ ესტუმრება. ინგლისურ კლუბთან დაახლოებული სააგენტოები ვარაუდობენ, რომ ჩაკვეტაძის დაბრუნება სწორედ „იფსვიჩთან“ მატჩში იგეგმება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარასთან მიმართებით ოდნავ ჯიუტად იქცევა“ | ფრანგი ჟურნალისტი ლუის ენრიკეზე
„კვარასთან მიმართებით ოდნავ ჯიუტად იქცევა“ | ფრანგი ჟურნალისტი ლუის ენრიკეზე