როდრი, ენცო ფერნანდესი, ენცო მარესკა
Aa
Aa

„არ ვფიქრობ რომ დღეს რაიმეს მოვიმოქმედებთ“ - მარესკა როდრისა და ენცოს ტრანსფერებზე

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ენცო მარესკამ როდრისა და ენცო ფერნანდესის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა.

როდრის „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლის შესახებ

„სატრანსფერო ფანჯარა ღიაა, ჩვენ შეგვიძლია ფეხბურთელების ყიდვა და გაყიდვა. შეიძლება ნებისმიერი რამ მოხდეს. მე ახლახან ვნახე როდრი აქ, შენობაში, და მაგრად ჩავეხუტე. ის კარგად გამოიყურება. ვნახოთ, რა მოხდება”.

ენცო ფერნანდესის შესახებ

„პირველივე დღიდან მიწევს, რომ ერთი და იგივე პასუხი გაგცეთ. ის ყოველთვის უცვლელი იქნება. ის სხვა კლუბის მოთამაშეა და არ მიმაჩნია სწორად სხვა ფეხბურთელებზე საუბარი. მე არ ვაპირებ რაიმეს თქმას იმ მოთამაშეებზე, რომლებიც ჩვენი გუნდის ნაწილს არ წარმოადგენენ”.

იმის შესახებ, რომ „ჩელსიმ“ ენცოს ტრანსფერზე დედლაინი პარასკევ საღამომდე დააწესა

„გულწრფელად რომ გითხრათ, დღეს - არა. არ ვფიქრობ, რომ დღეს რაიმეს მოვიმოქმედებთ,“

- განაცხადა მარესკამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები