გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდაშვილის ლივერპულის საჩემპიონო შანსები | როგორია Opta-ს ვარაუდი

Opta-მ ინგლისის პრემიერ ლიგის მოახლოებულ სეზონთან დაკავშირებით საკუთარი სუპერკომპიუტერის პროგნოზი გაგვიზიარა. ცნობილი სტატისტიკური სააგენტო ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ორ ფავორიტს გამოყოფს: „არსენალსა“ და „მანჩესტერ სიტის“.

Opta-ს მიხედვით, „მეთოფეებს“ ტიტულის შენარჩუნების 38-პროცენტიანი შანსი აქვთ. მიკელ არტეტას გუნდის შემდეგ „მანჩესტერ სიტი“ მოდის, რომლის ჩემპიონობის ალბათობაც 20.5 პროცენტად ფასდება. მათ გარდა, 10 პროცენტზე მაღალი შანსი არავის აქვს.

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ მესამე ადგილზე იმყოფება — 9.2%. „წითლების“ შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედი“ (6.2%), „ასტონ ვილა“ (4.8%), „ჩელსი“ (4.1%) და „ტოტენჰემი“ (2.9%) მოდიან. Opta-ს მიხედვით, 39.6 პროცენტია იმის შანსი, რომ „ლივერპული“ ტოპ-4 გუნდს შორის მოხვდება.

ცნობილი სტატისტიკური სააგენტო გავარდნის მთავარ კანდიდატად „ჰალ სიტის“ ასახელებს (38.7%). „ვეფხვების“ შემდეგ „იფსვიჩი“ (31.2%) და „ქოვენთრი“ (27.9%) მოდიან.

გეტყვით იმასაც, რომ პრემიერ ლიგის ახალი სეზონი 21 აგვისტოს, „არსენალისა“ და „ქოვენთრის“ მატჩით გაიხსნება. „ლივერპული“ პირველ შეხვედრას 23 აგვისტოს გამართავს და „ნიუკასლს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გაზრდილ დატვირთვებს სათანადოდ ვერ გაუმკლავდა“ | კიტეს დაბრუნების თარიღი უცნობია
„გაზრდილ დატვირთვებს სათანადოდ ვერ გაუმკლავდა“ | კიტეს დაბრუნების თარიღი უცნობია