კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

რონალდუ მზად იყო ეთამაშა | კრიშტიანუს პროტესტის ორი მიზეზი

საუდის არაბეთის ჩემპიონატის, პრო ლიგის 21-ე ტურში კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრი“ „ალ-იტიჰადს“ ხვდება. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი განაცხადში არ იმყოფება და პროტესტის ნიშნად მეორე მატჩი გამოტოვა.

რონალდუმ თამაშზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც „ალ-ჰილალმა“ კარიმ ბენზემა გაიფორმა. კრიშტიანუ თვლის, რომ საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდი, რომელიც „ალ-ნასრის“, „ალ-ჰილალის“, „ალ-აჰლისა“ და „ალ-იტიჰადის“ მმართველია, მიკერძოებას იჩენს, რაც სამართლიან კონკურენციას ანადგურებს.

A Bola-ს ინფორმაციით, მსგავსი პოზიციის მიუხედავად, რონალდუ მზად იყო „ალ-იტიჰადთან“ ეთამაშა, თუ „ალ-ნასრი“ არსებულ სახელფასო დავალიანებას დაფარავდა. ეს არ მომხდარა და 41 წლის პორტუგალიელმა მოედანზე გასვლაზე უარი თქვა.

რონალდუ ხვდება, რომ საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდის დამოკიდებულება არ იცვლება. უსამართლო კონკურენციის გარდა, გრძელდება ფეხბურთელებისთვის, გუნდის პერსონალისა და თანამშრომლებისთვის ხელფასების დაგვიანებაც.

A Bola-ს ცნობით, კრიშტიანუ მოვლენების განვითარებას დაელოდება და მოედანზე მას შემდეგ დაბრუნდება, რაც ყველაფერი გაირკვევა. არავინ იცის, ეს როდის მოხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კოპა დელ რეი | ნახევარფინალური წყვილები ცნობილია
კოპა დელ რეი | ნახევარფინალური წყვილები ცნობილია