კრიშტიანუ რონალდუ, კარიმ ბენზემა, ალ ჰილალი, ალ ნასრი
Aa
Aa

„ეს სხვა კლუბის საქმეებში ჩარევაა“ | საუდის არაბეთის ლიგამ რონალდუს უპასუხა

საუდის არაბეთის ლიგა ფეხბურთელების მხრიდან ულტიმატუმზე არ წავა, - ამის შესახებ ESPN-თან ინტერვიუში ლიგის პრესმდივანმა განაცხადა, რითაც ალ-ნასრის ფორვარდის, კრიშტიანუ რონალდუს პროტესტს გამოეხმაურა.

„ჩვენი ლიგა ეფუძნება ერთ მარტივ პრინციპს: თითოეული კლუბი მოქმედებს დამოუკიდებლად, წესები კი ყველასათვის ერთია. კლუბებს ჰყავთ დირექტორთა საბჭო და ხელმძღვანელები. კადრებთან, ფინანსებთან და სტრატეგიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს იღებენ კლუბები იმ ფინანსური სისტემის ფარგლებში, რომელიც სტაბილურობისა და კონკურენტული ბალანსის უზრუნველსაყოფადაა შექმნილი. 

ეს სისტემა ყველასათვის ერთია. „ალ-ნასრში“ მოსვლის დღიდან კრიშტიანუ ბოლომდე იყო ჩართული პროექტში და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კლუბის განვითარებაში. ისევე როგორც ნებისმიერ ტოპფეხბურთელს, მას მოგება სურს. თუმცა ვერც ერთი ადამიანი, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, სხვა კლუბების საქმეებში ვერ ჩაერევა.

ერთმა კლუბმა გაძლიერების ერთი გზა აირჩია, მეორეს კი განსხვავებული მიდგომა აქვს. ეს კლუბების გადაწყვეტილებებია, რომლებიც კონკრეტული ფინანსური პარამეტრების გათვალისწინებითაა მიღებული. ლიგაში კონკურენციის დონე მაღალია და ამაზე ზედა ოთხეულში არსებული სიმჭიდროვეც მეტყველებს - ეს კი იმას ნიშნავს, რომ სისტემა კარგად მუშაობს“.

ცნობისთვის, კარიმ ბენზემას „ალ იტიჰადიდან“ „ალ ჰილალში“ გადასვლის შემდეგ რონალდუმ პროტესტის ნიშნად „ალ რიადთან“ მატჩი გამოტოვა, დღეს კი დიდი ალბათობით კიდევ ერთ მატჩს გამოტოვებს - მისი „ალ ნასრი“ სწორედ ბენზემას ყოფილ გუნდს, „ალ იტიჰადს“ დაუპირისპირდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, „ალ ნასრის“ ხელმძღვანელობამ რონალდუს დაყოლიება ვერ მოახერხა, კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჟორჟე ჟეზუსმა კი პორტუგალიელი ფეხბურთელის მხარე დაიჭირა და დიდი ალბათობით, პროტესტის ნიშნად, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციას არ დაესწრება.

აქვე გეტყვით, რომ ალ ჰილალში გადასულმა ბენზემამ სადებიუტო მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა. მისი გუნდი 50 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია, მეორეზე 47 ქულით „ალ აჰლია“, რონალდუს „ალ ნასრი“ კი 46 ქულით - მესამე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუს პროტესტის ფონზე | ბენზემამ სადებიუტო მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა
რონალდუს პროტესტის ფონზე | ბენზემამ სადებიუტო მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა