CBS Sports: რონალდუ ალ ნასრის დატოვებას გეგმავს - თვლის, რომ მას უღალატეს
კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთის ლიგის დატოვების შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს.
41 წლის ფორვარდმა საუდის პრო ლიგის მატჩი „ალ-რიადის“ წინააღმდეგ (1:0) გამოტოვა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას თამაშის შემდეგ გამართულ ვარჯიშშიც არ მიუღია მონაწილეობა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ რონალდუ უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ მართავს საუდის არაბეთის სუვერენული ფონდი (PIF) კლუბს კონკურენტებთან, კერძოდ კი „ალ-ჰილალთან“ შედარებით.
ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რონალდუ ბენზემას „ალ-ჰილალში“ გადასვლის წინააღმდეგი იყო - „კონკურენციისთვის ზიანის მიყენების“ გამო.
როგორც CBS Sports-ი წერს, პორტუგალიელმა საუდის არაბეთის ლიგის მაღალჩინოსნებს შეატყობინა, რომ ტრანსფერებთან დაკავშირებული სიტუაციით უკმაყოფილების გამო მზად არის ქვეყანა დატოვოს. „ალ-ნასრთან“ დაახლოებული წყაროს თქმით, ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ მას უღალატეს.
ამავე წყაროს ვარაუდით, სიტუაცია შესაძლოა მოგვარდეს, თუ PIF-ის რომელიმე მაღალჩინოსანი მოთამაშეს მისცემს გარანტიებს კლუბისა და ზოგადად ლიგის პერსპექტივებთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ რონალდუ „ალ ნასრში“ მე-4 სეზონს ატარებს და ამ დრომდე საუდის პრო ლიგა არ მოუგია.