ლიონელ მესი, ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

Marca: მესი ბარსელონაში დაბრუნებას განიხილავს, თუმცა რა როლში...

ცნობილი გახდა ლიონელ მესის პოზიცია „ბარსელონაში“ შესაძლო დაბრუნების საკითხზე.

როგორც Marca წერს, მესი არ აპირებს, მოახლოებულ არჩევნებში რომელიმე კანდიდატს მხარი დაუჭიროს. კლუბის საპრეზიდენტო არჩევნები 15 მარტსაა ჩანიშნული. ამასთანავე, მას სურს სამომავლოდ კლუბში დაბრუნება, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, რა როლში.

მესი მიიჩნევდა, რომ „ბარსას“ ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, ჟოან ლაპორტამ მას უღალატა, როდესაც კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა. ორი წლის შემდეგ ფეხბურთელის დაბრუნების წარუმატებელმა მცდელობამ სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესა. მას შემდეგ კლუბის პრეზიდენტი ცდილობდა მოთამაშესთან კონტაქტის დამყარებას, თუმცა ლიონელი ამას ყოველნაირად არიდებდა თავს.

მიიჩნევა, რომ მესი „ბარსელონაში“ დაბრუნების საკითხს მხოლოდ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ განიხილავს, ამ დროისთვის უკვე „ბლაუგრანას“ ახალი პრეზიდენტი ეყოლება და ნაკლებად სავარაუდოა, ლაპორტას გამარჯვების შემთხვევაში „ლა პულგა“ მშობლიურ „კამპ ნოუზე“ დაბრუნდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები