ოფიციალურად | პაოკმა ლუკა გუგეშაშვილი გაანათხოვრა
ლუკა გუგეშაშვილი ახალ კლუბში ითამაშებს. „პაოკმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ ქართველი მეკარე „ატრომიტოსში“ გაანათხოვრა.
„გუგეშაშვილი ატრომიტოსს შეუერთდა. პაოკი იუწყება, რომ ლუკა გუგეშაშვილი იჯარის წესით, რომელიც 2025-26 წლების სეზონის ბოლომდეა გათვლილი, გაანათხოვრა,“- ნათქვამია განცხადებაში.
#News Στον Ατρόμητο ο Γκουγκεσασβίλι #PAOK #OurWay #transfers
— PAOK FC (@PAOK_FC) February 6, 2026
Διαβάστε αναλυτικά εδώ ????https://t.co/w3vwoTws6y pic.twitter.com/iZR0US7iLl
გუგეშაშვილს „პაოკში“ სათამაშო დრო საერთოდ არ ეძლეოდა და მესამე მეკარის სტატუსით იყო. კლუბებს შორის დადებული შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ ეს გახლდათ და „ატრომიტოსში“ ლუკას სათამაშო პრაქტიკა ექნება.
ცნობისთვის, გუგეშაშვილს „პაოკთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 800 000 ევროა. „ატრომიტოსი“ საბერძნეთის სუპერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციას იკავებს.