იბერია 1999
Aa
Aa

სენსაცია აიბროქსზე | იბერია 1999-ის მეტოქე ევროპა ლიგის პლეიოფში ცნობილია

„იბერია 1999“ ევროპა ლიგის პლეიოფში „იაგიელონიას“ დაუპირისპირდება. პოლონურმა გუნდმა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „რეინჯერსი“ დაამარცხა. „იაგიელონიამ“ პირველი თამაში 2:1 მოიგო, განმეორებითი შეხვედრა კი „აიბროქსზე“ ფრედ, 1:1 დასრულდა.

„რეინჯერსი“ სათამაშო უპირატესობას ფლობდა და მალევე დაწინაურდა. მე-19 წუთზე პოლონელთა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ლოურენს შენკლენდმა გამოიყენა და „რეინჯერსს“ პირველი ტაიმი მოაგებინა.

მეორე ნახევარში თანაბარი თამაში მიდიოდა, სანამ ნიკ პრელეცმა არ გაიტანა. „იაგიელონიას“ ფორვარდმა 65-ე წუთზე შეაგდო. დარჩენილ დროში „რეინჯერსი“ ბევრს ეცადა, თუმცა არაფერი გამოუვიდა და კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლა.

ცნობისთვის, „იაგიელონიას“ და „იბერია 1999“-ის პირველი შეხვედრა პოლონეთში, 20 აგვისტოს გაიმართება. ქართული კლუბი განმეორებით მატჩს საკუთარ კედლებში 27 აგვისტოს გამართავს. „რეინჯერსი“ კონფერენს ლიგის პლეიოფში ვახტანგ ჭანტურიშვილის „იაბლონეცს“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩამ საოცარი გოლი გაიტანა“ | სიომინმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა
„ხვიჩამ საოცარი გოლი გაიტანა“ | სიომინმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა