კრაიოვას უნივერსიტატია, ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

ევროპა ლიგა: მექვაბიშვილის კარგი მატჩი - კრაიოვამ მოიგო და პლეი-ოფშია

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში რუმინულმა „კრაიოვამ“ ფინურ „კუპსს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ორი მატჩის ჯამში კი 3:2 მოიგო, რაც კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გარანტირებულად თამაშს ნიშნავს.

ანზორ მექვაბიშვილმა ტრადიციულად შეხვედრა სასტარტოდან დაიწყო და მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეულიც იყო. რამდენიმე სახიფათო დარტყმაც შეასრულა და პირველ საგოლე შეტევაში მონაწილეობაც მიიღო. საბოლოოდ 91-ე წუთზე შეცვალეს.

გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი მარჯვენა მცველი (ვინგბექი) კარლოს მორა გახდა, რომელმაც საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით შეაგდო.

ევროპა ლიგის პლეი-ოფში „კრაიოვა“ სომხურ „არარატს“ დაუპირისპირდება. მარცხის შემთხვევაში როგორც უკვე აღვნიშნეთ, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გარანტირებული აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები