„ახალი, XXL სეზონი კვარადონასთვის?“ - ფრანგული გამოცემა ხვიჩაზე
„ასტონ ვილასთან“ უეფას სუპერ თასზე ნაჩვენები მორიგი მაღალი დონის თამაშის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ევროპულ პრესაში გამოხმაურებები არ წყდება.
ფრანგული გამოცემა maxifoot-ი „კვარადონას“ სეზონის ხმაურიან სტარტს ეხმაურება და ოქროს ბურთზე მის შანსებს ოპტიმისტურად აფასებს.
„საქართველოსთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩენილმა ხვიჩა კვარაცხელიამ, ოთხშაბათს, ევროპის სუპერთასზე „პარი სენ-ჟერმენის“ პირველ ოფიციალურ მატჩში „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ (2-1) გატანილი ბრწყინვალე გოლით ყველას შეახსენა, რომ ის პლანეტის საუკეთესო მოთამაშეებს შორისაა.
„ვარჯიშზე მის წინააღმდეგ მიწევდა თამაში და გარწმუნებთ, ეს ძალიან რთული იყო (იღიმის). შვებულების შემდეგ ის ჩემზე უკეთეს ფორმაშია!“ - განაცხადა მარკინიოსმა ოთხშაბათს, „პარი სენ-ჟერმენის“ მიერ „ასტონ ვილასთან“ (2-1) მოგებულ ევროპის სუპერთასამდე.
25 წლის ქართველმა გარემარბმა თამაშის მე-20 წუთზე თავისი საფირმო, მოულოდნელი და მეტოქის მეკარისთვის უბრალოდ აუღებელი დარტყმით გატანილი ბრწყინვალე გოლით მისი სიმართლე დაამტკიცა.
მატჩი, რომელიც მოთამაშის ხასიათს ზუსტად ასახავდა: გუნდისთვის თავდადებული. აღსანიშნავია მისი შესანიშნავი შეთამაშება ნუნუ მენდეშთან, ასევე მისი გამორჩეული მოქმედება დაცვაში პირველ ტაიმში, როდესაც ემილიანო ბუენდიას კარში დარტყმის საშუალება არ მისცა. მეორე ტაიმში ის ნაკლებად შესამჩნევი იყო, სანამ მატჩის მიწურულს მას ლუკას ბერალდო შეცვლიდა, მაგრამ საერთო შთაბეჭდილება მაინც ძალიან პოზიტიური რჩება: „კვარადონა“ კარგ ფორმაშია და, როგორც ჩანს, მორიგი გამორჩეული სეზონისთვის ემზადება.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა, მისი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ არცერთ კონკურენტს მის მიმართ აშკარა უპირატესობა არ მოუპოვებია ისე, რომ ეს საკითხი საბოლოოდ დახურულიყო“.
- წერს ფრანგული გამოცემა.