ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

ოფიციალურად - კვარაცხელიას აგენტი მუსა სისოკო იქნება

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ახალი საფეხბურთო აგენტთან გააფორმა ხელშეკრულება. ამიერიდან ქართველი შემტევის ოფიციალური წარმომადგენელი ფრანგი მუსა სისოკო იქნება.

როგორც მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე თვეა მამუკა ჯუღელი კვარას აგენტი აღარ არის და ქართველი ფეხბურთელი პირადი წარმომადგენლის გარეშე იყო დარჩენილი, რაც ბუნებრივია ასეთი დონის მოთამაშის შემთხვევაში დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა.

რაც შეეხება სისოკოს, მას ბევრ ცნობილ ფეხბურთელთან აქვს კონტრაქტი გაფორმებული და ისეთ სახეებს წარმოადგენს, როგორებიც არიან: უსმან დემბელე, რაიან შერკი, დეზირე დუე, გელა დუე, ბრედლი ბარკოლა, რანდალ კოლო მუანი, დაიო უპამეკანო, ელი ჯუნიორ კრუპი და სერუ გირასი.

ბოლოს გეტყვით, რომ კვარაცხელია და პსჟ 16 აგვისტოს თავიანთი მორიგი ტიტულის მოსაგებად იბრძოლებენ. პარიზელები საფრანგეთის სუპერ თასის ფინალში „ლანსს“ დაუპირისპირდებიან. მატჩი ჩვენი დროით 22:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები