გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

რატომ არ არის ფლიკი თანახმა | ინფორმაცია მიქაუტაძესა და ბარსაზე

გიორგი მიქაუტაძესა და „ბარსელონაზე“ ესპანურ პრესაში საუბარი არ წყდება. „ბლაუგრანა“ ცენტრალურ თავდამსხმელს ეძებს. კატალონიელთა მთავარი სამიზნე ხულიან ალვარესია, თუმცა მათ ალტერნატივებიც ჰყავთ და ერთ-ერთი ქართველი ფეხბურთელი გახლავთ.

„ბარსასთან“ დაახლოებულმა ჟურნალისტმა, ჟერარ რომერომ დაწერა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი მიქაუტაძის ტრანსფერში ბოლომდე დარწმუნებული არ არის, სპორტულ დირექტორს, დეკუს კი გიორგი ძალიან მოსწონს. ამ თემასთან დაკავშირებით, ესპანელმა სატრანსფერო ექსპერტმა, ხუან ხესუსმა ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

„დეკუს ქართველი ფეხბურთელი ძალიან მოსწონს. სპორტული დირექტორისთვის მიქაუტაძე ხულიან ალვარესის იდეალური შემცვლელია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კრუპიმ ტრავმა მიიღო და მისი ტრანსფერი გამოირიცხა.

პრობლემა ისაა, რომ ჰანსი ფლიკი ბოლომდე თანახმა არაა. გერმანელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ მიქაუტაძე ჯერ მზად არ არის, „ბარსას“ დონის კლუბში მთელი სეზონის განმავლობაში სასტარტო შემადგენლობაში იყოს. სწორედ ამიტომ, გარიგება დაყოვნებულია. დეკუ ფლიკის თანხმობის გარეშე არავის გაიფორმებს. ტრანსფერისთვის ორივე მათგანის თანხმობაა საჭირო“.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე „ტოტენჰემსაც“ დაუკავშირეს და დღეს დაიწერა, რომ „ვილიარეალი“ მის სანაცვლოდ 60-65 მილიონ ევროს მოითხოვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პსჟ-ის ჯადოქარი გარემარბი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია“ | Goal-ის სტატია ხვიჩაზე
„პსჟ-ის ჯადოქარი გარემარბი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია“ | Goal-ის სტატია ხვიჩაზე